|
Article on other languages:
|
ევროპა — ქვეყნის ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია: ევროპა-აზიის საზღვარი.
გეოგრაფიაევროპის ფართობი დაახლოებით 10 მლნ კმ2-ია, მათ შორის კუნძულები შეადგენენ 730 ათას კმ2-ს. ევროპას გარს აკრავს ატლანტის და ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანეები და მათი ზღვები. ევროპის სანაპირო ხაზი ერთობ დანაწევრებულია, ნახევარკუნძულების (კოლის, სკანდინავიის, პირენეის, აპენინის, ბალკანეთის) წილად მოდის ევროპის ფართობის ¼.
გეოგრაფიული რეგიონებიტრადიციისამებრ, ევროპას ყოფენ 5 რეგიონად: ეს დაყოფა საკმაოდ პირობითია, მით უმეტეს, რომ აქ წმინდა გეოგრაფიულის გარდა გათვალისწინებულია პოლიტიკური ფაქტორებიც. ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული ”თვალსაზრისის” გამო შეიძლება მიკუთვნებული იყოს სხვადასხვა რეგიონს. მაგალითად, სსრ კავშირის არსებობის დროს, ევროპის დაყოფა აღმოსავლეთად და დასავლეთად უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე გეოგრაფიული. პირველ მათგანს მიაკუთვნებდნენ ე.წ. ”სახალხო დემოკრატიის” ქვეყნებს: გდრ, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, იუგოსლავია. ამჟამად ევროპის გეოგრაფიული ცენტრი უკრაინაშია, შესაბამისად ზემოხსენებული ქვეყნები ცენტრალურ ევროპაში მდებარეობენ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპა ახალი ქვეყნებით შეივსო. ესენი არიან: რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები. მოსახლეობა2003 წლის სტატისტიკური მონაცემებით ევროპის მოსახლეობა, რუსეთის გამოკლებით, 800 მლნ-ს შეადგენს. აქ ცხოვრობს 6 ენობრივი ოჯახის 209 ენაზე მოლაპარაკე ხალხი. ევროპას და ევროპელებს ისტორიულად და კულტურად უდიდესი გავლენა ჰქონდათ მსოფლიო ცივილიზაციის ფორმირების პროცესზე.
ევროპის ისტორიაიხილეთ ძირითადი სტატია: ევროპის ისტორია პოლიტიკური რუკაევროპის ტერიტორიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ განლაგებულია 49 სუვერენული სახელმწიფო, 2 თვითმმართველი ტერიტორია (ფარერის კუნძულები, ეკუთვნის დანიას, ალანდის კუნძულები, ეკუთვნის ფინეთს) და 1 კოლონია (გიბრალტარი). ეს სახელმწიფოებია: 1 განსაზღვრების თანახმად, რომელიც კავკასიონს აკუთვნებს ევროპას, ეს ქვეყნები ევროპაში მოიაზრებიან. იხილეთ აგრეთვე
Questions for article: აზერბაიჯანი რუკა, თურქეთის რუკა, იტალია რუკა, იტალია-რუკა |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.
Mercedes Car
This site monitored by SitePinger.net