|
Article in other languages:
|
ესპანეთი ან ოფიციალურად ესპანეთის სამეფო (ესპ. Reino de España), - ქვეყანა, განთავსებულია ევროპის სამხრეთ-დასავლეთით, პირინეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომელიც შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი),სახელმწიფოს მეთაური არის - მეფე ხუან კარლოს I. ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე 2 ავტონომიური ქალაქი. ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია. ესპანეთის ეროვნული დღესასწაული არის ესპანელი ერის დღე, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დღეს, 12 ოქტომბერს აღინიშნება.
სახელწოდება
გეოგრაფიაქვეყანა დასავლეთ ევროპაში მდებარეობს და პირენეის ნახევარკუნძულის 84% უკავია. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. მას ეკუთვნის კუნძულები ატლანტიკის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში, ასევე ტერიტორიები ჩრდილოეთ აფრიკაში. რელიეფში ჭარბობს დაბალი და საშუალო სიმაღლის პლატოები და მთები. ქვეყანა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულის (მათ შორის ნახშირითა და ვერცხლისწყლით). ესპანეთის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ნაწილში ჰავა ხმელთაშუა ზღვიურია. შიგა რაიონებში კი უფრო კონტინენტურია. ტყეებს ტერიტორიის მხოლოდ 10% უკავია.
სახელმწიფო
დემოგრაფიასამეფოს მოსახლეობა მრავალფეროვანია. ეროვნულ უმცირესობაში გამოირჩევიან ბასკები, გალისიელები და კატალონიელები. სიმჭიდროვე მაღალია ცენტრსა და სანაპირო ზოლში. მოსახლეობის 80% ცხოვრობს ქალაქებში. გაბატონებული რელიგია კათოლიციზმია.
ეკონომიკაქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, მსგავსად სხვა პოსტინდუსტრიული ქვეყნებისა, წამყვანი პოზიცია უკავია მომსახურების სფეროს. უდიდესია ტურიზმის როლი. მრეწველობაში, ძირითადად უცხოური კაპიტალის დამხარებით ვითარდება ულტრათანამედროვე დარგები, მიმდინარეობს ტრადიციული დარგების მოდერნიზაცია. მნიშვნელოვანია აგრობიზნესის როლი, რაშიც წამყვანია მემცენარეობა. ესპანეთი ზეთისხილისა და მეციტრუსეობის კლასიკური ქვეყანაა. ზეთისხილის მოყვანით ესპანეთი პირველია მსოფლიოში. 50 პროვინციიდან ზეთისხილი მოჰყავთ 34-ში. ზეთისხილის ნარგავებს უკავია დამუშავებული მიწების 10%. ციტრუსების ექსპორტით ესპანეთს მადალი არ ჰყავს მსოფლიოში. ესპანეთში ასევე განვითარებულია ეკონომიკის შემდეგი დარგები: საფეიქრო მრეწველობა, აგრობიზნესი, ქიმიური მრეწველობა, გემთმშენებლობა, მსუბუქი მანქანების წარმოება, მძიმე მანქანათმშენებლობა, მსუბუქი მანქანათმშენებლობა, თევზის რეწვა და სხვ. ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია.
ისტორიამე-20 საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში აქტიური პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობდა, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა (1936-1939). 1975 წლამდე ქვეყანას მართავდა დიქტატორი გენერალი ფრანსისკო ფრანკო, რის შემდეგაც აღდგენილ იქნა მონარქია. 1986 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდა.
1875-1885 : ბურბონების სახლი (ალფონსო XII) მემკვიდრეობა
კულტურაფლამენგოფლამენგო არის ანდალუზიური ბოშების მუსიკა და ცეკვა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხალხური სიმღერა გიტარის თანხლებით. ცეკვას თან ახლავს შეძახილები, ტაში, თითების ტკაცუნი, მამაკაცები ცეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობით, ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი მოძრაობით კორიდაკორიდა სათავეს იღებს ბრინჯაოს ხანიდან და უკავშირდება პირინეის ნახევარკუნძულის მცხოვრებ იბერიელებს, რომლებიც ხარებს წმინდა ცხოველებად აღიქვამდნენ. თავიდან ხარის მოკვლა სპეციალური რიტუალი იყო. უკვე ესპანეთის ერთიან სახელწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ კორიდა მოსახლეობის ელიტარული ნაწილის გასართობი გახდა. თანამედროვე კორიდა გაჩნდა ანდალუზიაში. მასში მონაწილეობას იღებს ხარი 4-დან 6 წლამდე, მისი წონა არ უნდა იყოს 450 კმ-ზე ნაკლები. რესურსები ინტერნეტში
Questions for article: ,,დიდი დიქტატორი”, ბასკეთი და ბასკური ენა, ესპანეთი, ესპანეთის ბუნება |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.
IHS Europe: Infrared Heating Systems for Home and Business.