ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელწოდება – „ნიჰონ“ (ასევე „ნიპპონ“) ორი იეროგლიფით იწერება, რომელთაგან პირველი აღნიშნავს მზეს, მეორე - საფუძველს, ჭეშმარიტებას; წიგნს. აქედანაა გადატანითი მნიშვნელობით, იაპონია, როგორც ამომავალი მზის ქვეყანა. ევროპული სახელწოდებანი კი იმავე იეროგლიფების „დამახინჯებული“ წაკითხვითაა მიღებული.
სახელმწიფოს მეთაური: იმპერატორი აკიჰიტო (Akihito, 1989).
მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი Yasuo Fukuda(2007).
საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი, შედგება წარმომადგენელთა პალატისაგან (შუგი-ინ - 480 წევრი) და მრჩეველთა პალატისაგან (სანგი-ინ - 247 წევრი).
იაპონიის პარლამენტის შენობა
პარტიები: ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (თავმ. ი.ფუკუდა), დემოკრატიული პარტია (ხელმ. ი.ოზავა, ი.ხატოიამა).
ადმინისტრაციული დაყოფა
ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 47 პრეფექტურა, რომლებიც 8 რეგიონს წარმოადგენენ. რეგიონი არის არა ოფიციალური ადმინისტრაციული ერთეული, არამედ ტრადიციული ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია.
უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში სიტყვა „იაპონია“ იყო სწრაფი ეკონომიკური პროგრესისა და თამამი ტექნიკური აზრის სიმბოლო. მაღალხარისხოვანმა და შედარებით იაფმა იაპონურმა ავტომობილებმა, ელექტრონიკამ და კომპიუტერებმა დაიკავა მსოფლიო ბაზრის მნიშველოვანი სეგმენტი. 1997 წლიდან ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნა.
ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 4.812 მლრდ $ (მე-2 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 38.160 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 2, მრეწველობა 37, მომსახურება 61.
1853 წლამდე იაპონია თვითიზოლაციაში იყო მოქცეული. 1867-1868 წლების მეიჯის რევოლუციის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა შოგუნატის რეჟიმი და აღდგა იმპერატორების მმართველობა. მე-19 საუკუნის ბოლოდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე იაპონიის საგარეო პოლიტიკა აგრესიული იყო. დამარცხების შედეგად გატარებულმა დემილიტარიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესმა ქვეყანას ეკონომიკის განვითარების საშუალება მისცა. იაპონიის სრული სუვერენიტეტი აღდგენილ იქნა 1952 წელს, გაეროს წევრი გახდა 1958 წელს. 1989 წელს გარდაიცვალა იმპერატორიჰიროჰიტო. უკანასკნელ წლებში მეზობელი ქვეყნები, პირველ რიგში ჩინეთი და კორეა, იაპონიის წინაშე აყენებენ საკითხს მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის კომპენსირებისათვის.
მემკვიდრეობა
ძველი კიოტო - ჰორიუჯის ბუდისტური მონუმენტები (VII ს.), ჰიმეიჯის ციხე-კოშკი (XVII ს.);