|
Article on other languages:
|
სახელწოდება
გეოგრაფიაქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ისრაელის ჩრდილოეთით ლიბანი და სირია მდებარეობს, აღმოსავლეთით იორდანია, სამხრეთით წითელი ზღვა, ხოლო დასავლეთით ეგვიპტე და ხმელთაშუა ზღვა. ფართობი - 20.800 კვ.კმ, მათ შორის პალესტინის არაბული სახელმწიფოსათვის გაეროს მიერ გამოყოფილი ტერიტორია - 6.220 კმ2 (ღაზას სექტორი და იორდანის დასავლეთი ნაპირი). რეგიონები. ქვეყნის ჩრდილოეთი, და ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთი მხარე, მთიანია; დასავლეთში ზღვისპირული დაბლობია, სამხრეთში კი უდაბნო. ქვეყნის ჩრილოეთში მდებარეობს გალილის მთები და 1967 წელს შემოერთებული გოლანის მაღლობები. ეს კუთხეები ყველაზე მწვანე და წყალმრავალია ისრაელში; ზამთარი აქ ყველაზე ცივი და ნალექებიანია. გალილსა და გოლანს შორის ხულას ხეობა და ქინერეთის ტბაა. ქვეყნის ცენტრალური ნაწილის მთიან, აღმოსავლეთ მხარეს, გალილისაგან იზრეელის ხეობა ჰყოფს. ეს მხარე სამარიისა და იუდეის მთებს მოიცავს. ეს მთები ჩრდილოეთის მთებზე დაბალია, მაგრამ ზამთარი აქაც საკმაოდ ნალექებიანია. იუდეა სამარიის სამხრეთითაა. იუდეის მთების აღმოსავლეთით იუდეის უდაბნოა. ამ უდაბნოს სამხრეთ-აღმოსავლეთში მკვდარი ზღვის ჩრდილოეთი ნაპირია. სამარიის მთებსა და იუდეის უდაბნოს აღმოსავლეთით იორდანის დაბლობია. ეს დაბლობი თითქმის უდაბნოსავით მშრალი და უნაყოფოა. ისრაელის სამხრეთში ნეგევი მდებარეობს. ამ მხარეს სახელმწიფოს ტერიტორიის დაახლოებით 60% უკავია. ნეგევის უმეტესი ნაწილი უდაბნოა. ჩრდილოეთ ნეგევის აღმოსავლეთით მკვდარი ზღვის დასავლეთი ნაპირია. შუა და სამხრეთ ნეგევის აღმოსავლეთ კიდეში არავა, ანუ სტეპი მდებარეობს, რომელიც მშრალი და სრულიად უნაყოფოა. ისრაელის დასავლეთში, ჩრდილოეთ საზღვრიდან ღაზას სექტორამდე, ზღვისპირული დაბლობია. ისრაელის ფარგლებში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო დაახლოებით 190 კილომეტრზეა გადაჭიმული. ზღვისპირული დაბლობის ჩრდილოეთ ნაწილს აღმოსავლეთით გალილის მთები აკრავს, ცენტრალურ ნაწილს სამარიის მთები, სამხრეთ ნაწილს კი იუდეის მთები და ჩრდილოეთ ნეგევი. დაბლობის უმეტეს ნაწილში ჰავა ძლიერ ნოტიოა; ზღვასთან სიახლოვის გამო, იქაური ზამთრები ნალექებიანობით ქვეყნის მთიან რეგიონებს არ ჩამოუვარდება, ოღონდ ზღვისპირეთში წელიწადის ამ დროსაც შედარებით თბილა. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 70% ზღვისპირულ დაბლობში ცხოვრობს. 1967 წელს შემოერთებული ტერიტორიები. სამხრეთში, ისრაელსა და ეგვიპტეს შორის - ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ღაზას სექტორი მდებარეობს; პალესტინელი არაბებით დასახლებული ეს ტერიტორია, რომელიც ისრაელმა 2005 წელს დათმო, 2007 წელს პალესტინის ავტონომიასაც გამოეყო და ფაქტიურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა ჰამასის ორგანიზაციის მეთავეობით. ისრაელის სახელმწიფოსა და იორდანიას შორის მდებარეობს ისრაელის (ქვეყნის) შუა მთიანეთი - იუდეისა და სამარიის ისტორიული კუთხეები - რომელიც ძირითადად პალესტინელი არაბებითაა დასახლებული და უფრო იორდანის დასავლეთი ნაპირის სახელითაა ცნობილი. ეს ტერიტორია ერთდროულად პალესტინის ავტონომიასა და ისრაელის სამხედრო ხელისუფლებას ექვემდებარება და მისი საბოლოო სტატუსი ჯერაც გადაუწყვეტავია. ჩრდილოეთში, ისრაელსა და სირიას შორის, გოლანის მაღლობები მდებარეობს. ეს ტერიტორია ისრაელმა 1967 წელს აიღო და1981 წლიდან იქ მხოლოდ ისრაელის კანონია ძალაში; სირია ამ ტერიტორიის დაბრუნებას მოითხოვს და მისი საბოლოო სტატუსი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
სახელმწიფო
დემოგრაფია
ეკონომიკა
ისტორიაისრაელის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია:
მემკვიდრეობა
Questions for article: ისრაელი |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.
Mercedes Car
This site monitored by SitePinger.net