მარკეტინგი

del.icio.us del.icio.us
Digg Digg
Furl Furl
Reddit Reddit
Rojo Rojo
Add to OnlyWire

მარკეტინგი (ინგლ. marketing < market „ბაზარი“) — სოციალური და მმართველობითი პროცესი, რომელიც მოწოდებულია გაცვლის მეშვეობით ადამიანთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ.

მატკეტინგი მიმართულია მოგების მიღების მიზნით ბაზრისა და კონკრეტულ მომხმარებელთა მოთხოვნილებების შესწავლასა და ამ მიზნით წარმოებულისაქონლის დამომსახურების ორიენტაციის ,სამომხმარებლო მოთხოვნის ფორმირების,სტიმულირებისა და გაყიდვის გაფართოებისაკენ.


მარკეტინგის ტიპები და სახეები

მარკეტინგის კლასიფიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით,რომლის დროსაც შესაძლებელია გამოყოფილ იქნას მარკეტინგის შემდეგი ტიპები:

სამომხმარებლო მარკეტინგი,

სამრეწველო მარკეტინგი,

მომსახურების მარკეტინგი.

იმის გამო,რომ ადამიანები სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში თუ კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ,განსხვავებულია მათი ზნე-ჩვეულებები ,მოთხოვნილებები .მარკეტოლოგები ცდილობენ გამოავლინონ მომხმარებელთა ჯგუფები,რომლებიც დადებითად განეწყობიან მათი პროდუქციისადმი და შემდეგ იმოქმედონ ამ მომხმარებლის ჯგუფის ინტერესების სასარგებლოდ. ამისათვს ისინი მიმართავენ მიზნობრივ მარკეტინგს,რომელიც გულისხმობს ბაზრის სეგმენტირებას,მიზნობრივი სეგმენტების შერჩევას და საქონლის პოზიციონირებას ბაზარზე.

სხვადასხვა ხასიათის მოთხოვნის შემთხვევაში გამოიყენება სხვადასხვა სახის მარკეტინგი:

კრეატიული მარკეტინგი
განვითარებადი მარკეტინგი
რემარკეტინგი
სინქრომარკეტინგი
შენარჩუნებადი მარკეტინგი
დემარკეტინგი
სტიმულირებადი მარკეტინგი
წინაარმდეგმოქმედი მარკეტინგი
კონვერსიული მარკეტინგი



მარკეტინგის განმსაზღვრელი კატეგორიები

სწორი მარკეტინგული სტრატეგიის შერჩევის მიზნით აუცილებელია კარგად შევისწავლოთ ადამიანის საჭიროება, რომელიც თავის მხრივ განსაზღვარვს მოთხოვნილებას, ხოლო მოთხოვნილება წარმოშობს გარკვეულ მოთხოვნას ბაზარზე. მოთხოვნა არის მრავალი სახის, მისი დაკმაყოფილების საშუალებააგაცვლა. გაცვლა ხორციელდება გარკვეული წესების დაცვით, რომელსაც ქვია გარიგება. გარიგება ხორციელდება ბაზარზე, მარკეტინგული საქმიანობის შედეგად.

ადამიანები თავიანთ საჭიროებებს და მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ ბაზარზე არსებული სხვადასხვა საქონლის მეშვეობით.საქონლის არჩევაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასები და შემოსავლები.

იხილეთ აგრეთვე

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.


Giant Panda

Mercedes Car
James Bond Guide
This site monitored by SitePinger.net