მისისიპი (მდინარე)

Article in other languages:

მისისიპი
მისისისიპი სათავესთან
მისისისიპი სათავესთან
მდებარეობა: ჩრდილოეთ ამერიკა
სიგრძე: 5970 კმ.
აუზის ფართობი:  ?
სათავე: ტბა ინტასკა
ჩაედინება: მექსიკის ყურე
ქვეყნები: აშშ, კანადა

მისისიპი (Mississippi ადგილობრივი ამერიკელების ენაზე ნიშნავს “დიდ მდინარეს”) - მდინარეა აშშ-ში, ერთ-ერთი უდიდესი მდინარე მსოფლიოში. მისი სიგრძეა 3950 კმ. აუზის ფართობი კი 3268 ათასი კმ². მისისიპი სათავეს იღებს შტატ მინესოტადან (ქ. მინეაპოლისი, ქ. სენტ პოლი), კანადის საზღვართან ახლოს და მიედინება აშშ-ის შუაგულში. გაივლის უისკონსინის, აიოვას (ქ. დანევპორტი), ილინოისის, მისურის (ქ. სენტ ლუისი), კენტუკის, ტენესის (ქ. მემფისი), არკანზასის და მისისიპის შტატებს. მდინარის ბოლო მდებარეობს ლუიზიანას (ქ. ბატონ-რუჟი) შტატში, ნიუ ორლეანის სამხრეთით და ჩაედინება მექსიკის ყურეში, რომელიც ქმნის დიდ და ფართო დელტას. მისისიპის აქვს ბევრი შენაკადები. მისი წყალგამყოფი მოიცავს აშშ-ის დიდ ნაწილს. მდინარის რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაკადია მდ. მინესოტა, მდ. უისკონსინი, მდ. ილინოისი, მდ. მისური, მდ. ოჰაიო, მდ. არკანზასი. მისისიპის ჰქონდა ტრანსპორტირების უკიდურესი მნიშვნელობა აშშ-ის ისტორიაში. როდესაც ამერიკა პირველად გამოცხადდა სახელმწიფო ქვეყნად, მდინარე მისისიპი იყო აშშ-ის დასავლეთ საზღვარი. მისისიპის ბოლოს, მექსიკის ყურესთან არის ადგილი, სადაც იშვიათ ცხოველებს შეუძლიათ უსაფრთხოდ ცხოვრება ნოყიერი მიწის გამო, მაგრამ მათ ამავდროულად საფრთხე ემუქრებათ იმ ქიმიკალების გამო, რომელებიც ჩამოედინებიან ფერმებიდან მდინარეში და მის შენაკადებში და რომლებიც შემდეგ გროვდება ყურეში. მდინარე საზრდოობს წვიმის წყლით და თოვლის ნადნობით. გაზაფხულ-ზაფხულში ხშირია წყლის მატება. კატასტროფული წყალდიდობები იყო 1844, 1093, 1913, 1927, 1937, 1947, 1951, 1952 და 1965 წლებში. დაბალ დინებაში აშენებულია ჰიდროტექნიკური აღჭურვილობა, მაგრამ ხანდახან მათაც არ შეუძლიათ დაცვან მდინარესთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა წყალდიდობისგან.


Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

Questions for article:

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.


IHS Europe: Infrared Heating Systems for Home and Business.