|
სახელწოდება
გეოგრაფიაქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთიდან აკრავს შავი და აზოვის ზღვები. მოსაზღვრე ქვეყნებია რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი. ფართობი შეადგენს 603.700 კვ.კმ-ს. უკრაინის ტერიტორიაზე მიედინება დიდი მდინარეები: დნეპრი, სამხრეთი ბუგი, დნესტრი, დუნაი. უმაღლესი მწვერვალია მთა გოვერლა - 2061 მ. კლიმატი ზომიერი კონტინენტურია, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე - სუბტროპიკული. სახელმწიფო
ტერიტორიული მოწყობაუკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 24 ოლქი, 1 ავტონომიური რესპუბლიკა (ყირიმი) და 2 ქალაქი (კიევი, სევასტოპოლი). კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით უკრაინას ოთხ რეგიონად ყოფენ: დნეპრისპირეთი (ცენტრი), დონბასი (აღმოსავლეთი), ნოვოროსია (შავიზღვისპირეთი და ყირიმი) და გალიცია (დასავლეთი). დემოგრაფია
ეკონომიკასაბჭოთა ეპოქის განვითარებული სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის რესპუბლიკა ამჟამად ენერგომატარებლებზე მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებულია. უკრაინის დღევანდელი ეკონომიკისთვის დამახასიათებელია გარდამავალი ეტაპის სირთულეები. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით - რკინის მადანი, ქვანახშირი, მანგანუმი, ბუნებრივი აირი, ნავთობი, მარილი, გოგირდი, გრაფიტი, ტიტანი, მაგნეზიუმი, ნიკელი, ვერცხლისწყალი, საშენი ხე-ტყე, სასოფლო-სამეურნეო მიწები. ექსპორტში დიდი წილი აქვს ლითონებს, მანქანათმშენებლობის პროდუქციას, კვების პროდუქტებს. ვალუტა - ჰრივნა (UAH). უახლესი ისტორია1917 წელს შეიქმნა უკრაინის სსრ. 1917-1920 წლებში უკრაინის ტერიტორიაზე არსებობდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, უკრაინის სახელმწიფო, რომლებთანაც უკრაინის სსრ სამოქალაქო ომს აწარმოებდა. 1922 წლიდან უკრაინის სსრ შევიდა სსრ კავშირის შემადგენლობაში. 1991 წელს გამოცხადდა უკრაინის დამოუკიდებლობა. 1945 წლიდან უკრაინა გაეროს წევრია, ხოლო 1997 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ნატოსთან მისი განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ. 2004 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიკაციამ ქვეყანაში სახალხო მღელვარება გამოიწვია, რაც ნარინჯისფერი რევოლუციის სახელით გახდა ცნობილი. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის ლიდერმა ვ.იუშჩენკომ. კულტურა
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.
Mercedes Car
This site monitored by SitePinger.net