ჩრდილოეთი დაკოტა (North Dakota, Nd), შტატი აშშ-ში, მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი ეწოდა დაკოტას ტომის მიხედვით, რაც „მეგობარს“ ან “მოკავშირეს“ ნიშნავს. 1738-1740 წლებში ეს ტერიტორია გამოიკვლია კანადის ექსპედიციამ (ვერენდრიე). 1803 – ლუიზიანის გაყიდვით გახდა აშშ-ს ნაწილი. 1861 – დაკოტის ტერიტორიის ნაწილია, 1889 წლიდან აშშ-ს შტატია. აქ ბევრი გერმანელი და ნორვეგიელი ახალმოშენეები მოვიდნენ.
ფართობი – 179 ათასი.
მოსახლეობა – 621 ათასი (თეთრი 94,6 %, აფროამერიკელი 0,6 %, ინდიელი 4,1 %, ლათინურამერიკელი 0,7 %).