|
Article on other languages:
|
11 იანვარი არის გრიგორიანული კალენდრის მე-11 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 354 დღე (ნაკიან წელში - 355).
დღის მოვლენები
- 1055 : ვლადისლავ II ბოჰემიის მეფე ხდება.
- 1569 : პირველი რეგისტრირებული ლატარეა ჩატარდა ინგლისში.
- 1571 : ავსტრიის დიდგვაროვნებს რელიგიის თავისუფლება უბოძა იმპერატორმა.
- 1693 : მთა ეტნას ამოფრქვევასთან თანმხლებმა მიწისძვრამ სიცილიისა და მალტის ნაწილი გაანადგურა.
- 1759 : ფილადელფიაში, პენსილვანია, პირველი ამერიკული სიცოცხლის დაზღვევის კომპანია შეიქმნა.
- 1787 : უილიამ ჰერშელმა ურანის ორი თანამგზავრი აღმოაჩინა: ტიტანი და ობერონი.
- 1805 : მიჩიგანის ტერიტორია შეიქმნა.
- 1861 : ალაბამა (შტატი) გამოეყო აშშ-ს.
- 1867 : ბენიტო ხუარესი მექსიკის პრეზიდენტი ხდება ხელმეორედ.
- 1879 : ინგლის-ზულუს ომი დაიწყო.
- 1880 : იმპერატორი ნორტონის დაკრძალვის მეორე დღეს სან-ფრანცისკოს ცაზე სრული მზის დაბნელება ხდება.
- 1908 : გრანდ კანიონის ეროვნული მონუმენტი შეიქმნა აშშ-ში.
- 1919 : რუმინეთმა ტრანსილვანიის ანექსია მოახდინა.
- 1922 : პირველად გამოიყენეს ინსულინი ადამიანის დიაბეტის სამკურნალოდ.
- 1923 : საფრანგეთისა და ბელგიის ჯარები რურს იკავებენ, რათა გერმანიას აიძულონ კომპენსაცია გადაიხადოს.
- 1935 : ამელია ერჰარტი პირველი ქალი გახდა, რომელმაც მარტი იფრინა ჰავაიდან კალიფორნიაში.
- 1942 : იაპონია ნიდერლანდს ომს უცხადებს და ნიდერლანდის ისტ-ინდოეთში იჭრება.
- 1942 : იაპონელები კუალა-ლუმპურს იპყრობენ.
- 1946 : ენვერ ჰოხა ალბანეთს სახალხო რესპუბლიკად აცხადებს.
- 1949 : პირველად მოვიდა თოვლი ლოს-ანჯელესში, კალიფორნია.
- 1957 : აფრიკის კონვენცია დაარსდა დაკარში.
- 1960 : ჩადმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
- 1962 : ავალანშმა ჰუასკარანში, პერუ, 4000 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1964 : ამერიკის პირველი დისკო-კლუბი "ვისკი ა გო გო" გაიხსნა ლოს-ანჯელესში.
- 1966 : გაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენი.
- 1972 : აღმოსავლეთ პაკისტანმა ბანგლადეში დაირქვა.
- 1990 : 300.000 ადამიანი მსვლელობას აწყობს ლიტვის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად.
ამ დღეს დაბადებულნი
ამ დღეს გარდაცვლილნი
დღესასწაულები
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები:
|